უკვე გაქვს პაროდონტიტის ნიშნები?

ჩაიტარეთ თვით-ტესტი და უპასუხეთ აქ შემდეგ 10 კითხვას. თქვენი პასუხები არ დარეგისტრირდება ჩვენს მიერ.

კითხვა 1: გაწითლებული ხომ არ გაქვთ ღრძილების გარკვეული ნაწილები ან მთლიანად ღრძილები?

დიახ

თუ ლოკალურად აღინიშნება წითელი ღრძილი შეიძლება განვითარდეს გინგივიტი. კარგი ჰიგიენის პირობებში გინგივიტი განიკურნება. თუ სიწითლე მაინც გაგრძელდება მიმართეთ სტომატოლოგს რჩევისთვის და გამოკვლევისთვის.

თუ აღინიშნება გენერალიზებულად სიწითლე, რომელიც განვითარდა დროის მოკლე პერიოდში კარგი ჰიგიენის მიუხედავად მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.

გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო მაღალია გინგივიტის განვითარების რისკი. ორსულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირის ღრუს ჰიგიენას და გაიარონ შემოწმება სტომატოლოგთან.

არა

თუ თქვენ ყველა კითხვაზე უპასუხეთ “არა”, გააგრძელეთ ყურადღებით მოვლა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ერთხელ ვიზიტზე.

თუ თქვენ რეგულარულად ეწევით სიგარეტს, გაითვალისწინეთ, რომ ეს ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას. ამ დროს გინგივიტი ან პაროდონტიტი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ამიტომ საჭიროა წელიწადში რამდენჯერმე გაიაროთ შემოწმება სტომატოლოგთან.

კითხვა2:როდის გაქვთ სისხლდენა ღრძილებიდან კბილების გახეხვის დროს, როცა მას ეხებით, თუ როდესაც იღებთ მყარ საკვებს?

დიახ

სისხლდენა ღრძილებიდან არის ანთების ნიშანი. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგთან. ექიმი ჩაატარებს გამოკვლევას და გეტყვით გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პაროდონტიტი მხოლოდ სახლში ჰიგიენის გაუმჯობესებით არ განიკურნება.

არა

თუ თქვენ ყველა კითხვაზე უპასუხეთ “არა”, გააგრძელეთ ყურადღებით მოვლა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ერთხელ ვიზიტზე.

თუ თქვენ რეგულარულად ეწევით სიგარეტს, გაითვალისწინეთ, რომ ეს ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას. ამ დროს გინგივიტი ან პაროდონტიტი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ამიტომ საჭიროა წელიწადში რამდენჯერმე გაიაროთ შემოწმება სტომატოლოგთან.

კითხვა3: მგრძნობიარეა თქვენი ღრძილები?

დიახ

ღრძილის ზედაპირის დაზიანების შემდეგ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჯაგრისით კბილების უხეშად გახეხვით, ღრძილები მგრძობიარე ხდება. თუ მგრძნობელობა რამდენიმე დღე გაგრძელდა, მიმართეთ სტომატოლოგს გამოკვლევისა და რჩევისთვის.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა4: თქვენი ღრძილები ოდნავ შეშუპებულია?

დიახ

მცირე შეშუპება არის ანთების საწყისი ნიშანი. აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს. საფუძვლიანი გამოკვლევა აჩვენებს გინგივიტი გაქვთ თუ პაროდონტიტი და ამის მიხედვით დაგჭირდებათ შესაბამისი მკურნალობა.

გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო მაღალია გინგივიტის განვითარების რისკი. ორსულებმა განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიაქციონ პირის ღრუს ჰიგიენას და ამ პერიოდში რეგულარულად გაიარონ შემოწმებდა სტომატოლოგთან.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა5: გაქვთ ღრძილების ძლიერი შეშუპება და იწვევს თუ არა ტკივილს ან ცხელებას?

დიახ

ღრძილების ძლიერი შეშუპება შეიძლება იყოს გახანგრძლივებული ანთების ან აბსცესის ნიშანი.

რაც შეიძლება მალე აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, განსაკუთრებით თუ გაქვთ ტკივილი და ცხელება. სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა6: შეგიმჩნევიათ ოდესმე ჩირქი კბილსა და ღრძილს შორის?

დიახ

ჩირქი რომელიც მოდის ღრძილებიდან შეიძლება იყოს ხანგრძლივი ანთების ან აბსცესის ნიშანი.

დროულად აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ტკივილი და ცხელება. სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს, გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა7: გაქვთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან?

დიახ

ცუდ სუნს პირის ღრუდან შეიძლება ჰქონდეს ბევრი მიზეზი. ხშირად უსიამოვნო სუნი გამოწვეულია ენაზე არსებული უსიამოვნო სუნის მქონე ნადებიდან, მაგრამ ეს შეიძლება ასევე იყოს ნიშანი პაროდონტიტის დაწყების.

დროულად აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ტკივილი და ცხელება. სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა8: თქვენმა ღრძილებმა დაიწია და გეჩვენებათ რომ კბილები უფრო დაგრძელდა?

დიახ

ღრძილების განლევის მიზეზი არაა მხოლოდ პაროდონტიტი. თუ შენიშნეთ ღრძილების დაწევა გასათვალისწინებელია ორი შესაძლებლობა:

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს. სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა9: ხომ არ შეინიშნება კბილების გადაადგილება და ამის შედეგად კბილებს შორის სივრცეების გაჩენა?

დიახ

კბილების გადაადგილება შეიძლება იყოს პაროდონტიტის ნიშანი.

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს. სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

კითხვა10: შენიშნეთ, რომ თქვენ ზედა და ქვედა კბილების შეთანასოვნება შეიცვალა და სხვანაირად ეხებიან ანტაგონისტები, ვიდრე ადრე?

დიახ

კბილების გადაადგილება შეიძლება იყოს პაროდონტიტის ნიშანი.

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს. სრულფასოვანი გამოკვლევა აჩვენებს გაქვთ თუ არა პაროდონტიტი და გჭირდებათ თუ არა შესაბამისი მკურნალობა.

არა

თუ თქვენ ყველა სხვა კითხვაზე უპასუხეთ “არა” , ყურადღებით გააგრძელეთ პირის ღრუს მოვლა სტომატოლოგს ესტუმრეთ გამოკვლევაზე წელიწადში ერთხელ.

You can use all our content for your own productions while acknowledging the Creative Commons License:

Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.en