პაროდონტიტი

პაროდონტიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა მსოფლიოში. პაროდონტიტით დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 40%. ეს ვებსაიტი გაცნობებთ ინფორმაციას პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზების, შედეგების , დიაგნოზის, მკურნალობის და პრევენციის შესახებ.

რა არის პაროდონტიტი?

ბაქტერიული ნადები იწვევს ღრძილების ანთებას( გინგივიტი), რომელიც ასევე შეიძლება გავრცელდეს პაროდონტზე, კბილის საყრდენ სტრუქტურაზე. ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის გამო, წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბეები, შეიძლება მოირყეს და დაიკარგოს კიდეც კბილები.

პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზები

პაროდონტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები, რომელსაც ასევე უწოდებენ კბილის ნადებს ან ბიოაპკს. სხვა რისკფაქტორებმა, როგორიცაა მოწევა ან არაკონტროლირებადი დიაბეტი შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ პაროდონტიტის განვითარებაზე.

პაროდონტიტის შედეგები

პაროდონტიტის შედეგია კბილის საყრდენი სტრუქტურის, პაროდონტის დაკარგვა, რის შედეგადაც ვითარდება კბილების მორყევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემაც. სხვა შედეგები მოიცავს ზოგად ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას, უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან და ესთეტიურ პრობლემებს.

პაროდნოტიტის დიაგნოტირება

ღრძილების მდგომარეობის შეფასების ერთადერთი სწორი გზა სტომატოლოგის მიერ გამოკვლევაა. კლინიკური შეფასებისას, გარდა ზონდირებისა ძვლის მდგომარეობის შეფასებაც უნდა მოხდეს რენტგენოლოგიურად.

პაროდონტიტის მკურნალობა

კბილების პროფესიონალური წმენდა არის პირველი ნაბიჯი პაროდონტიტის მკურნალობის დროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის ჰიგიენის კარგი დაცვა და რეგულარული შემოწმებდა სტომატოლოგთან.

პაროდონტიტის პრევენცია

პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენა სახლში, რეგულარული შემოწმება და კბილების პროფესიონალური წმენდა, ჯანსაღი დიეტა და მოწევის შეწყვეტა არის პაროდონტიტის პრევენციის საუკეთესო საშუალება.

თვით-ტესტი

უკვე გაქვს პაროდონტიტის ნიშნები? ჩაიტარე თვითტესტი აქ.

ხშირად დასმული კითხვები

პაროდონტიტითან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები და ჩვენი პასუხები